06 იან 2020 14:38 855

ირანი 80 მილიონ დოლარს გადაუხდის მას, ვინც დონალდ ტრამპს მოკლავს

 

 

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ირანი 80 მილიონ დოლარს გადაუხდის მას, ვინც გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისთვის შურს იძიებს და დონალდ ტრამპს მოკლავს.

ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Mirror  იტყობინება.

მიმართვაში ნათქვამია, რომ რადგან ირანის მოსახლეობა 80 მილიონი ადამიანიასგან შედგება, თითოეულისგან 1 დოლარი შეგროვდება და თანხა გადაეცემა მას, ვინც ტრამპის თავს მიიტანს.

ეს განცხადება ყასემ სოლეიმანის გამოსამშვიდობებელ ცერემონიის დროს გაკეთდა.