06 იან 2020 14:49 626

"ისიც არ იცის პრეზიდენტმა რომ დაზარალებულად საერო პირი შორენა თეთრუაშვილი სცნო სამივე ინსტანციის სასამართლომ"

 

 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.

 

“საქართველოს პრეზიდენტმა სამი წლის თავზე მაინც უნდა იცოდეს, რომ ამ საქმეში არა ეკლესია, არამედ საერო პირი შორენა თეთრუაშვილი არის დაზარალებულად ცნობილი. მან პატრიარქის მოკვდინების მცდელობაში დაადანაშაულა დეკანოზი, მაშინ როდესაც ამ საქმეზე სამი ინსტაციის სასმართლო დასრულდა და დაზარალებული შორენა თეთრუაშვილია. მან შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში და მოატყუა. ახალი წესებით აპელირებაც არის საზოგადოების მოტყუება, რადგან კონსტიტუცია მას უპირობოდ აძლევს ნებისმიერი მოქალაქის შეწყალების უფლებას. სირცხვილია, მან სამი წლის თავზე ის მაინც უნდა იცოდეს თუ რას ედავებიან დეკანოზს და ვინ არის ამ საქმეში დაზარალებული”