06 იან 2020 14:52 376

"პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებზე იყო სწორი და სახელმწიფოებრივი"

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა:

 

„კონსტიტუციით და კანონმდებლობით პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, რომ თავად მიიღოს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ბევრი საქმე იყო განხილული როგორც ჩანს, მე არ ვიცნობ თვითონ ამ ადამიანების საქმეებს, ვინც მიმართეს შეწყალებით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით იყო სწორი და სახელმწიფოებრივი. რა თქმა უნდა, შეწყალება ვერ იქნება გამოყენებული მართლმსაჯულების პროცესის ალტერნატივად და შეწყალება ვერ იქნება რაოდენობრივად ისეთი მასშტაბის, როგორც ეს იყო წინა შემთხვევებში. ამ მიმართულებით პრეზიდენტმა გადადგა ძალიან მკაფიო ნაბიჯები, რათა საქართველოში შეწყალების პროცესი დაემსგავსოს პრაქტიკას და მექანიზმებს, რომელიც არის აშშ-სა და ევროპაში.“