06 იან 2020 14:55 605

"წკეპლა უნდა ავიღოთ და ვცემოთ პრემიერით დაწყებული, მინისტრებით დამთავრებული"

 

 

ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, წკეპლა უნდა ავიღოთ და ვცემოთ ეს ხალხი წკეპლით, რომ ცოტა მაინც გაინძრნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რითაც ზამთრის კურორტებზე წყალმომარაგების კუთხით შექმნილ პრობლემას გამოეხმაურა.

 

„პირდაპირ გეტყვით, მთელი საქართველო უნდა მოიცვას იმ ძალიან მნიშვნელოვანმა პროტესტმა, რაც დღეს ქვეყანაშია. კატასტროფა ხდება, მარტო პოლიტიკური მხარე ხომ არ არის? ელემენტარული საკითხია ტურიზმი, ქვეყნის ერთადერთი შემოსავალი. ამ დროს, რა ხდება ბაკურიანსა და გუდაურში მთელი ერთი კვირის განმავლობაში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით? ჩვენ გვყავს უამრავი ბიუროკრატი, რომელთაც ხელფასს ვუხდით, პრემიერიდან დაწყებული, მინისტრებით დამთავრებული და ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, წკეპლა უნდა ავიღოთ და ვცემოთ ეს ხალხი წკეპლით, რომ ცოტა მაინც გაინძრნენ და რამე გააკეთონ. აბსოლუტურად კარგავს ქვეყანა ელემენტარულ შემოსავალსაც კი. ეს არის მდგომარეობა და ამას რა თქმა უნდა, ძალიან მწვავე რეაქცია აქვს საზოგადოებაში და ამაზე ჩვენ კიდევ უფრო კატეგორიულები და მწვავეები უნდა ვიყოთ

ახალ წელს ხალხი მშიერი შეხვდა, ახალი წლის შემდეგ კი ამ მშიერ ადამიანებს კაპიკი აღარ აქვთ დარჩენილი, რადგან ამოწურეს ყველაფერი. შემოსავალი ქვეყანაში იკლებს სიბეცის და კატასტროფული მოქმედებების გამო, ამიტომ თემები აუცილებლად გაფართოვდება და იქნება ყველა საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს“

 

ინტერპრესნიუსი