06 იან 2020 15:20 496
წყლის პრობლემა გუდაურს არ აქვს, წყლის პრობლემა აქვს უპასუხისმგებლო სამშენებლო კომაპნია “Redco”-ს, - ამის შესახებ BM.GE-ის Best Western Gudauri-ის დამფუძნებელმა გიორგი კვიწინაშვილმა განუცხადა.
როგორც გიორგი კვიწინაშვილი ამბობს, მის სასტუმროებს არც წყლის პრობლემა ჰქონია და სტუმრებიც მათი მომსახურებით კმაყოფილები არიან.
„წყლის პრობლემა გუდაურს არ აქვს, წყლის პრობლემა აქვს უპასუხისმგებლო სამშენებლო კომაპნია “Redco”-ს, რომელმაც 200 მილიმეტრიანი კვეთით გაიყვანა 700 ათასი ბინისთვის წყალმომარაგება. მე რომ ერთი სასტუმროსთვის მაქვს გამოყვანილი კვეთით, დაახლოებით, იმაზე ოდნავ დიდი აქვს და რამდენი კორპუსი უდგას შიგნით. გუდაურში “Redco”-ს კორპუსების იქით უამრავი საქმის მწარმოებელი ვართ, უამრავ საქმეს ვაკეთებთ და ყველას წყალი გვაქვს აბსოლუტურად. გადასარევი სიტუაცია გვაქვს. სტუმრებიც ძალიან ბევრი გვყავს. ჩვენ არანაირი პრობლემა ჯავშნებზე არ გვქონია“
გიორგი კვიწინაშვილი BM.GE-ისთან საუბრისას ამბობს, რომ მათი სტუმრები უკმაყოფილებას მხოლოდ უთოვლობის გამო გამოთქვამენ.
„გათოვლიანებასთან დაკავშირებით დამსვენებელი ძალიან უკმაყოფილოა, იმიტომ რომ ფაქტობრივად არ არის მთაზე თოვლი, არის მარტო ერთი მიმართულებით, მეტი არსად არ არის“, - აღნიშნა კვიწინაშვილმა.
წყარო: bm.ge