06 იან 2020 15:33 459
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.
„პრეზიდენტო!
1. როცა ამბობთ რომ ეკლესიის წინააღმდეგ იყო ბრძოლა, შეგახსენებთ რომ შორენა თეთრუაშვილი საერო პირია;
2. როცა ამბობთ რომ პატრიარქის სიცოცხლის მოსპობა სახელმწიფოს მოსპობის ტოლფასია, უნდა იცოდეთ რომ დაზარალებულად ცნობილი შორენა თეთრუაშვილია და არა საქართველოს პატრიარქი.
3. როცა ამბობთ რომ ახალი წესებით გამკაცრებულია შეწყალება, კონსტიტუციის გარანტმა უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი მსჯავრდებულის შეწყალების უფლება გაქვთ დათქმების გარეშე!
4. თქვენ არღვევთ უდანაშაულობის პრეზუფციას! (პატრიარქის სიცოცხლის მოსპობასთან გაკეთებული ცრუ განაცხადით);
5. როცა ამბობთ, რომ დეკანოზის შეწყალებას ვერ გაგიგებდათ საზოგადოება, მინდა გითხრათ რომ თქვენს ამ აბდაუბდა ბრიფინგს ვერ გაიგებს ქართული საზოგადოება.
P.S დეკანოზის შეწყალება იმიტომ არ უნდა საპატრიარქოს, რომ მისი დასჯა იყოს სამაგალითო, რათა სხვა სასულიერო პირმა ვერ გაბედოს ის რაც დეკანოზმა გაბედა... ამიტომაც ატარებს "ტრიუკებს" ვითომ შუამდგომლობს და რეალურად კი გარიგებაშია შესული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და მთლიანად ხელისუფლებასთან.“