06 იან 2020 15:47 697
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
"უსამართლობა ის კი არ არის, რომ დეკანოზი მამალაძე არ შეიწყალეს - ეს სამართლიანია. უსამართლობა ის არის, რომ ის მარტო ზის ციხეში და დეკანოზის გვერდით ციხეში არ ზის რამდენიმე ეპისკოპოსი, ასევე საერო პირიც; უსამართლობა ისიც არის, რა სასჯელითაც ის იმყოფება ციხეში, რადგან ეს სასჯელი და ეს კვალიფიკაცია უსამართლოა.
ერთადერთ პოზიციას ვცნობ ამ საქმეში - პატრიარქის მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციას და დამნაშავეთა ბევრად ფართო წრეს, ვიდრე მხოლოდ მამალაძეა"