06 იან 2020 15:50 749

"ლავროვი თუ ჩამოვა - გავრილოვის ღამე მონაგონი იქნება - პასუხს აგებს საქართველოს ხელისუფლება"

 

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიზე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეიძლება საქართველოს ეწვიოს ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში. ეს იქნება სერიოზული პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, რომელიც გამოიწვევს საყოველთაო მღელვარებას ქვეყანაში. გავრილოვის ღამე მონაგონი იქნება.

საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის იმ მაღალჩინოსანის საქართველოში შემოსვლა, რომელიც იყო რუსეთის იმ მთავრობის ყველაზე გავლენიანი წევრი, რომელმაც 2008 წელს განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია.

მოსალოდნელ შედეგებზე პასუხს მთლიანად აგებს საქართველოს ხელისუფლება."