06 იან 2020 15:56 501
ველური ბუნების ექსპერტები შიშობენ, რომ მასშტაბურმა ხანძრებმა ავსტრალიაში „კატასტროფული დანაკარგი“ გამოიწვია და ფლორა-ფაუნის მთელი რიგი სახეობები სრულად განადგურდა.
ექსპერტების აზრით, შესაძლოა, სრულიად განადგურებული იყოს პატარა ჩანთოსნების გარკვეული სახეობები და შავი კაკადუ. გარემოს ექსპერტის, ჰეიდი გროფენის განცხადებით, თაგვისმაგვარი ჩანთოსნები ისეთი პატარები არიან, რომ დიდი ალბათობით, უზარმაზარ ცეცლხს ვერ გაექცეოდნენ.
„თუკი ზოგიერთი მათგანი გადარჩა, შიმშილით დაიხოცებიან იმიტომ რომ იქ მათი საჭმელი აღარ დარჩა“, - აცხადებს გროფენი.
ექსპერტების თქმით, განადგურებულია ასევე კონტინენტზე მცხოვრები კოალების თითქმის ნახევარი, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. მათი თქმით, კოალები ნელა მოძრაობენ, რის გამოც, ცეცხლს თავს ვეღარ აღწევენ.
კენგურუს კუნძულის ველური ბუნების პარკის ერთ-ერთი თანამფლობელი სემ მიტჩელი აცხადებს, რომ ეკო სისტემის აღდგენას წლები დასჭირდება.
„ჩვენ ვხედავთ კენგურუებს და კოალებს, როგორ ეწვით ხელები და ფეხები - მათ სიცოცხლის შანსი აღარ აქვთ. ეს ყველაფერი ძალიან ემოციურია... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ველური ბუნების რეაბილიტაცია მოვახიდინოთ, მაგრამ ამას წლები დასჭირდება“, - აცხადებს მიტჩელი.
ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, ავსტრალიაში მიმდინარე ხანძრებს დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველი ემსხვერპლა.
„ჩვენ იმდენს ცხოველს ვერ ვიღებთ სამკურნალოდ, რამდენსაც ველოდებოდით. ალბათ იმიტომ, რომ ისინი ცეცხლს თავს ვეღარ აღწევენ“, - აცხადებენ ცხოველების სამკურნალოდ გახსნილ სპეციალურ პუნქტში.