06 იან 2020 17:10 519

"გარკვეული ჯგუფებისთვის „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემა, უკვე 33 ადამიანზეა გაცემული" - მინისტრის ბრძანება

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

 

„30 დეკემბერს გამოვიდა მინისტრის 2 ბრძანება, რომლის მიხედვითაც გრიპის სეზონთან დაკავშირებით გახანგრძლივდა თბილისში სამი პოლიკლინიკის მუშაობის გრაფიკი: ერთი გლდანში, ერთი თბილისის ცენტრში, მესამე კი ვარკეთილში. მათი მისამართები სამინისტროს ვებ-გვერდზეა და ისინი ღამის 10 საათამდე ემსახურებიან მოსახლეობას, როგორც ტელეფონით ისე ადგილზე მისვლით და პაციენტების მიღებით. მშობლების საყურადღებოდ, თუ ბავშვს სიცხე აქვს 38.5 გრადუსზე მეტი, აუცილებელია, პირველი დღის შემდეგ ოჯახის ექიმთან კონსულტაცია ჩატარდეს. ასევე მოზრდილის შემთხვევაში, თუ აქვს მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, ჩატარდეს კონსულტაცია.

ამასთან, მინისტრის მეორე ბრძანების თანახმად, ფინანსურად ხელმისაწვდომი გახდა გარკვეული ჯგუფებისთვის - ორსულებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, 100 000 სარეინტიგო ქულამდე ვისაც აქვს, ყველაზე ეფექტური ანტიგრიპოზული, ანტივირუსული პრეპარატი - „ტამიფლუ“, რომელიც არის ფინანსურად ხელმისაწვდომი, ანუ უფასო სახელმწიფოს ხარჯზე. ის გაიცემა ექიმის დანიშნულებით, ფორმა 100-ის და რეცეპტის წარდგენის შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან, რომლებიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქშია. დღემდე როგორც მაქვს ინფორმაცია, უკვე 33 ადამიანზეა გაცემული"