06 იან 2020 17:29 629

"გავიქცეოდი, და გავაკეთებდი ყველაფერს 1 საათში - 5 დღე წყალი არ არის და ქეიფობენ"

 

 

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, მორიგ ვიდეო მიმართვას ავრცელებს:

"5 დღეა არ არის წყალი და ესენი ქეიფობენ მცხეთაში, ამ დროს მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი მთელ მთავრობას და გავაკეთებდი ყველაფერს 1 საათში.

მქონდა გათვლები, რომლის მიხედვითაც, 2019 წლისათვის, 2012 წელთან შედარებით, 8 ჯერ უნდა გაზრდილიყო სათხილამურო კურორტებზე ჩამოსულთა რაოდენობა.

ივანიშვილს უნდა ფასი დაუგდოს ამ კურორტებს და მერე ყველა ჩაიგდოს ჯიბეში"

 

შეგახსენებთ, მეოთხე დღეა გუდაურსა და ბაკურინას წყალმომარაგების პრობლემა აქვთ.