06 იან 2020 17:36 901
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში, წერს:
„ტრამპმა წითელი ხაზი გადაკვეთა!
მოკლედ ასეა ამბავი:
ტრამპი უჩხიკინებს ირანს, თუ შეიძლება ასე ითქვას, როდესაც მთავარ იდეოლოგს და ეროვნულ გმირს უკლავ ქვეყანას, რომ საკუთარი იმპიჩმენტი გადაფარო.
ჩვენ რა გვეშველება?
ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკურად მიბმულია ამ პროცესებზე.
გლობალური კატასტროფის შემთხვევაში, რომელიც პრაქტიკულად სახეზეა, ირანიდან ლტოლვილები საქართველოს მოაწყდება, ჩვენი საზღვრები სამწუხაროდ 100% ვერ კონტროლდება, ხოლო ირანს დიდი ხანია შემოგზავნილი ყავს ჩვენს ქვეყანაში ამრევები!
ამაზე ადრე ვწერდი, მაგრამ მაშინ ყურიც არ გაიბარტყუნეთ!
თუნდაც ერთი ამერიკული ჭურვის გასროლა ჩვენი ტერიტორიიდან ნიშნავს საქართველოს სრულ განადგურებას და მაშინ სირია მონაგონი იქნება, აქ ისეთი ამბავი დაიწყება!
ამერიკა კი კვლავ თბილად გამოიზამთებს, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს და ახალ ჰოლივუდურ ბლოკბასტერებს შექმნის!
ჩვენი ამოცანაა საქართველომ მაქსიმალური ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს ტრამპის ამ უპასუხისმგებლო ავანტიურაში და არ გადავაყოლოთ ქვეყანა ტრამპ-პუტინის ალიანსს, სადაც ორივე საკუთარი სკამის გულისთვის ქვას ქვაზე არ დატოვებს არც ახლო აღმოსავლეთში და არც კავკასიაში!
მოსაფიქრებელია გეგმა, როგორ ავარიდოთ ჩვენი ქვეყანა ამერიკა-რუსეთის სკამების ომს!
P.S.გაუთიშეთ ამ კაცს ტვიტერი, მესამე მსოფლიო ომს იწყებს!“