06 იან 2020 17:51 668

"პრეზიდენტი თეთრუაშვილს, საპატრიარქოში თეთრუაშვილის კაბინეტში შეხვდა" - შეწყალების სკანდალი გრძელდება

 

 

ე.წ. ციანიდის სამეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ აპელირებს საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე, როცა საქმეში პატრიარქის სახელი საერთოდ არ არის ნახსენები და დეკანოზი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივენ-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციის მომზადების საქმეზე სცნო დამნაშავედ.

ამასთან, ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მისი ინფორმაციით, გუშინ სალომე ზურაბიშვილი შორენა თეთრუაშვილს შეხვდა.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ აუდიენცია 25 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და სწორედ ამ შეხვედრაზე შეთანხმდა ის თეზისები და მესიჯბოქსი, რაც დღევანდელ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა გააჟღერა.

"საქართველოს პრეზიდენტი გუშინ უშუალოდ შორენა თეთრუაშვილს შეხვდა. ეს შეხვედრა გაიმართა პატრიარქთან აუდიენციის შემდეგ. პრეზიდენტი თეთრუაშვილს, საპატრიარქოში თეთრუაშვილის კაბინეტში შეხვდა. 20-25 წუთიან შეხვედრაზე შესაძლოა მხარეებმა სწორედ ის თეზისები გაიარეს, რაზეც დღეს იქნებოდა საუბარი. ყველასთვის კარგად ცნობილია, რამდენად სენსიტიურია საქართველოს პატრიარქის თემა საქართველოში. ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოების მოტყუებასაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს. სამჯერ მივმართეთ პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, გადავეცით მასალები სადაც საუბარი საერთოდ არ არის პატრიარქის მკვლელობის მომზადებაზე საუბარი იყო შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით"

 

ნიუპოსტი