06 იან 2020 17:56 484

ხელისუფლებამ მაღაზიათა წყლის მარაგიც ვერ შეავსო - ტურისტები გარბიან ბაკურიანიდან

 

გაუსაძლისი მდგომარეობა ბაკურიანში - ზამთრის კურორტებს წყალი ისევ არ მიეწოდება. ტურისტები კურორტს მასიურად ტოვებენ და დაჯავშნულ ნომრებს აუქმებენ. წყლის დეფიციტია მაღაზიებშიც.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კი ირწმუნებიან, რომ წყალი ბაკურიანის 80% მიეწოდება.
სასტუმროს მფლობელები აცხადებენ, რომ ზამთრის სეზონი ჩაუვარდათ და გამუდმებით უკავშირდებიან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, თუმცა ისინი პასუხს ვერ იღებენ და პრობლემა მეექვსე დღეა კვლავ მწვავე რჩება.
ტურისტები აცხადებენ, რომ ბაკურიანში არსებული რეალობით შეშფოთებულები არიან, წლის რიგებში დგანან, თუმცა წყლის მარაგი მაღაზიებშიც ამოწურულია.


"ყოველდღე ვრეკავთ, როდის მოვა წყალი, მაღაზიაშიც აღარ არის წყალი, რიგში ვდგევართ, ეს ძალიან დიდი დისკომფორტია ჩვენთვის...ფული მაქვს გადახდილი, რამდენიმე დღეა აქ ვარ, საშინელი სიტუაციაა, ვისაც არსებული პრობლემებზეა პასუხისმგებელი ამბობენ, რომ იმალებაო. არავინ ჩანს" - აცხადებენ დამსვენებლები.


ამასთან სასტუმროების მფლობელების ნაწილმა სასტუმროებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სტუმრებს აღარ იღებს. ხოლო ნაწილი აცხადებს, რომ ვიზიტორების დიდი ნაწილი უკან გაიქცა. მომხდარზე ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და აცხადედებ, რომ ზამთრის კურორტები სეზონს მოუმზადებლად შეხვდა.

"გვექმნება სერიოზული პრობლემები გათბობებთან დაკავშირებით, დამსვენებლების 60% გაიქცა. შემოსავლები დაკარგულია ხარჯიც მაღალია და ზარალი არის სერიოზული" - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი, თეა გელაშვილი.ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არ არის კომპეტენტური თავის საქმეში და მას არ შეუძლია ისეთი პრობლემის აღმოფხვრა, რაც შეიძლება ნებისმიერ ქალაქში იყოს.

"ძალიან ცუდია, რომ ასეთ მიდგომას ვხვდებით გაერთიანებული წყალმომარაგების მხრიდან, გვეუბნებიან რომ მალე აღდგება წყალმომარაგება, მაგრამ გვატყუებენ. ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. ასეთი რაღაც ნებისმიერ ქალაქს შეიძლება დაემართოს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არ არის კომპეტენტური კომპანია. მას ვერ და არ შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება" - აცხადებს ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერი.

 

ნიუპოსტი