06 იან 2020 18:05 526
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს წერილი გააცნო, რომლითაც საპატრიარქომ შუამდგომლობით პრეზიდენტს მიმართა.
როგორც ანდირა ჯაღამიძემ განაცხადა, სინოდის წერილი იყო ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის:
„ალია“ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.
მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ა.წ. 31 ოქტომბრის წმ. სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, სადაც აღნიშნულია, რომ „დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე მისი ოჯახის რთული მდგომარეობის და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“
ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძეს საშობაოდაც არ იწყალებს.