06 იან 2020 18:31 8823
პარტია "სამართლიანობისთვის" პოლიტ. საბჭოს წევრი, გენ. ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლის ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
"ლანძღავენ უკანასკნელი სიტყვებით, პარალელურად დეკანოზის შეწყალებას თხოვენ...
სახელმწიფოს მხრიდან ვერ მოხდა ისე ამ საქმის გამოძიება, რომ ამდენი კითხვა არ დარჩენილიყო...
იმ ფონზე რა შტურმიც მიიტანეს პატრიარქზე, სახელმწიფოს ზოგიერთი წარმომადგენლის შესაძლო ჩარევებით დაწყებული (რომელიც მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გაახმოვანა) პეტრე ცაავას მოგონილი და აბსურდული ცილისწამებებით დამთავრებული აღარაა გასაკვირი, რატომ არის ამდენი კითხვა პასუხ გაუცემელი...
ალბათ, დრო მოვა და გავიგებთ რეალურად რაც მოხდა და ყველა მიიღებს თავის ნამოქმედარის შედეგს... მერე ისტორიაც განსჯის ყველას..."