06 იან 2020 18:34 999
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამედ ზარიფი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე თეირანში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ასიათასობით ადამიანი ირანელ გენერალს, ყასემ სოლეიმანს გლოვობს.
„ოდესმე, ცხოვრებაში გინახავს ადამიანების ამხელა ზღვა დონალდ ტრამპ? კიდევ უსმენ იმ მასხარებს, რომლებიც რეგიონის შესახებ რჩევებს გაძლევენ? კიდევ წარმოგიდგენია, რომ ამ დიდებული ერის და მისი ხალხის ნების გატეხვა შეგიძლია? ეს არის შეერთებული შტატების გამანადგურებელი ყოფნის დასასრული დასავლეთ აზიაში“,- წერს ზარიფი.
შეგახსენებთ, ირანში გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიალი იმართება, რომელსაც ადგილობრივი მედიის ცნობით, მილიონობით ადამიანი ესწრება.