06 იან 2020 19:22 651

"ეს არის ურცხვი პატრიარქისა და უმადლო პატრიარქის ზეწოლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება"

 

 

ჭყონდიდის ყოფილი მიტროლოპიტი პეტრე ცაავა პრეზიდენტის შეწყალების აქტს ეხმიანება და ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ დეკანოზ მამალძის შეწყალებაზე უარის თქმა, მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტლება არ არის:

 

 

"ქალბატონი პრეზიდენტის, როგორც თვითონ უწოდებს თავს „მართმადიანი" პრეზიდენტის, „მართმადიანი" გადაწყვეტილება იყო. ანუ, დამახინჯებული მართმადიდებლობის, უსჯულო ადამიანის ურცხვი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ, ეს გადაწყვეტილება არ იყო მისი პირადი და დამოუკიდებელი. ეს არის ურცხვი პატრიარქისა და უმადლო პატრიარქის ზეწოლის შედეგად და ბრძანებისა და თანხმობის შედეგად ერთობლივი გადაწყვეტილება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ისევე როგორც, ციანიდის საქმე დაიგეგმა უსჯულო ხელისუფალთა და უსჯულო საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, დღესაც ფაქტობრივად პარალიზებული დეკანოზი დარჩა საპყრობილეში ურცხვი და ურჯულო ხელისუფალთა პრეზიდენტისა და საპატრიარქოს წარმომადგენელთა ერთობლივი ურჯულოებით. მაგრამ, დარწმუნებული ვარ ბოლო სიტყვას უფალი იტყვის. უფალი მეფობს და ქრისტეშობის მადლი აუცილებლად იზეიმებს. ჭეშმარიტება, მართლმადიდებლობა სიკეთე და სიყვარული საქართველოში ჩვენ გვაერთიანებს და როდესაც უსიყვარულო პრეზიდენტი, ურცხვი პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას აცხადებს და ერში დაპირისპირებაზე საუბრობს, ერთადერთი რაც არის, ბოროტებას დავუპირისპიროთ სიკეთე. ეს იყო უსიყვარულო, უმადლო, ურცხვი ურჯულო გადაწყვეტილება"