06 იან 2020 19:47 576

ნახეთ 125 ათას ლარად დამზადებული ვიდეო - თბილისის მერია გვილოცავს ახალ წელს!

 

 

უკვე რამდენიმე დღეა, რაც თბილისის მერია მოქალაქეებს 2020 წლის დადგომას ახალი წლისთვის დამზადებული ვიდეორგოლით ულოცავს. ვიდეო 90 წამიანია და მასში თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების თანამშრომლები ჩანან.

ვიდეოს დამზადება თბილისის ბიუჯეტს 125 ათასი ლარი დაუჯდა და კომპანიასთან ხელშეკრულება ტენდერის გარეშე პირდაპირი მიყიდვის წესით დაიდო. რგოლი შპს ედ სტუდიომ დაამზადა.

როგორც თბილისის მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციების განვითარების სააგენტოში On.ge-ს განუცხადეს, მილოცვა ოთხი ტელევიზიის ეთერით, იმედის, მაესტროს, რუსთავი 2-სა და TV პირველის საშუალებით ვრცელდება. ვიდეორგოლის განთავსების ღირებულება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მისი ეთერში განთავსება დასრულდება.

 

ონ.ჯი