06 იან 2020 20:31 700

"ხელისუფლების წარმომადგენლები აღარ მალავენ აგრესიას რიგი ჟურნალისტების მიმართ"

 

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"ძალიან მოხშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი ზეწოლის შემთხვევები (ზოგან ფიზიკურისაც კი).

ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აღარ მალავენ აგრესიას რიგი ტელევიზიების ჟურნალისტების მიმართ. ირონიულ/ცინიკურ პასუხებს სცემენ მათ კითხვებს, ადანაშაულებენ მიკერძოებულობაში, ხოლო ხშირ შემთხვევებში რესპოდენტსა და ჟურნალისტს შორის საუბარი პიროვნული დაპირისპირების ელფერსაც იღებს.

მეგობრებო, როგორც არ უნდა გვიყვარდეს ესა თუ ის კონკრეტული ჟურნალისტი - კონკრეტული ტელევიზიის მიკროფონით ხელში, მთავრობის წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან, თუნდაც ოპოზიციურ მედიასთან ურთიერთობით საზოგადოებას პასუხი გასცენ გაჩენილ კითხვებზე. ეს მათი კეთილი ნება კი არა, მათი პირდაპირი ვალდებულებაა!

გახსოვდეთ:

1) ჟურნალისტის საქმიანობას იცავს საქართველოს კანონმდებლობა

2) ჟურნალისტთან ურთიერთობისას თქვენ არ გაქვთ კონტაქტი პიროვნულ დონეზე, თქვენ ურთიერთობთ ხალხთან!

3) ნუ შეუშლით ხელს ქართული ჟურნალისტიკის განვითარებას

4) ნუ ადანაშაულებთ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მიკერძოებულობაში, როდესაც პასუხისგან გაქცევას ცდილობთ!

ჩემი სრული მხარდაჭერა ქართულ მედიას და ჟურნალისტებს. განსაკუთრებით იმ პატარა გოგო-ბიჭებს, რომლებიც სიცხე თუ სიცივეში მიკროფონის ამარა გვიხელენ თვალებს დღევანდელ რეალობაზე!"