06 იან 2020 20:34 869

20 წლის ოზურგეთელმა ბიჭმა აღიარა რომ 80 ქალი გააუპატიურა და მოკლა

 

 

საზარელი მკვლელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში - 80 წლის იზოლდა ხელაძის განზრახ მკვლელობასა და ავტომობილის ქურდობასთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ ბრალი 20 წლის ზური დოლიძეს წარუდგინა.

პროკურორის თქმით, ზური დოლიძემ დანაშაული აღიარა და ასევე განაცხადა, რომ 80 წლის ქალი გააუპატიურა.

პროკურორი არ გამორიცხავს რომ ახალგაზრდას ბრალი დაუმძიმდეს.

ბრალდების მხარის თქმით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ხანდაზმული ქალი დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლა, ხელაძის სახლიდან მობილური ტელეფონიც მოიპარა და ავტომობილი გაიტაცა.

მომდევნო სხდომა 13 თებერვალს გაიმართება.

ნიუპოსტი