06 იან 2020 20:59 1361
"მთავარი არხის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა 24 წლის ახალგაზრდა წამებით მოკლეს თბილისში, ბედობის ღამეს.
ახლობლების მტკიცებით ტრაგედია ვარკეთილის სასაფლაოებთან მომხდარი დაპირისპირებით დაიწყო, როცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ძმებ წურწუმიებს სასტიკად გაუსწორდნენ. ინცინდენტიდან მეორე დღეს კი მურად წურწუმია თვალამოთხრილი იპოვეს. ახალგაზრდას თავის ქალა დამტვრეული ჰქონდა. 24 წლის ბიჭი სრულიად შიშველი გზაზე ეგდო.
ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.