06 იან 2020 21:07 653
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, "ერობა 2013"-ის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მეტროს თანამშრომლებს დეკემბრის ბოლოს წელთანამსახურევის ანაზღაურება (ერთჯერადი ჩასარიცხი) არ ჩაურიცხა. ამის შესახებ მეტროს თანამშრომლებმა განცახდება დღეს, 6 იანვარს გაავრცელეს.
მათი თქმით, სატრანსპორტო კომპანიამ ყოველი წლის დეკემბერში ერთჯერადი ანაზღაურების ვალდებულება 2018 წლიდან კოლექტიურ ხელშეკრულებით იაღო.
"თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს კოლექტიური ხელშეკრულების ეს ნაწილი დაარღვია და "ერთობა 2013"-ის წევრებს წელთანამსახურევი არ ჩაურიცხა. ასევე არ ჩარიცხულა წელთანამსახურევი კომპანიის იმ თანამშრომლებზე რომლებიც "ერთობა 2013"-ის წევრები არ არიან, თუმცა მათთან ვალდებულებაც არ აქვს და შეუძლია საერთოდ არ ჩაურიცხოს.
დღეს კომპანიმ მისი უპასუხისმგებლო ქმედებით ისევ გდაკვეთა ,,წითელი ხაზი'' რაც უპირველესად გამოიხატება მისი თანამშრომლებისადმი უპასუხისმგებლობაში და უპატივცემულობაში. ეს ქმედება ასევე გამოხატავს კომპანიის მიდგომას კანონის მიმართ, მის დამოკიდებულებას მშრომელი საზოგადოების მიმართ, მისი პასუხისმგებლობის დონეს დადებული პირობის შესრულებაზე"