06 იან 2020 21:51 888
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წყალი შეფერხებით გუდაურში მხოლოდ „რედკოს“ კომპლექსს, ხოლო ბაკურიანის დაახლოებით 10%-ს მიეწოდება, რის აღმოსაფხვრელადაც მუშაობა ინტენსიურად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
საკოორდინაციო ჯგუფის ინფორმაციით, ზამთრის კურორტებზე, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია საცობების პრობლემა, ასევე – საგზაო ინფრასტრუქტურა – დასრულებულია შემოვლითი გზის მშენებლობა, წრიული გზის რეაბილიტაცია და შექმნილია დამატებითი საპარკინგე სივრცეები.
შეხვედრის დასრულებისთანავე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები კვლავ ადგილზე, ბაკურიანსა და გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, რათა შესაძლო ხარვეზები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
მოკლედ, გახარია შეხვდა საკოორდინაციო საბჭოს - უწყლობის თემაზე და გადაწყდა რომ საცობების პრობლემას მოაგვარებენ?
რამე არასწორად ხომ არ გავიგეთ, ბატონო მინისტრო?
იმის არ იყოს, მერმა რომ განაცხადა - ბევრი ხალხი რომ არის, იმიტომაა წყლის პრობლემაო - ხალხი თუ გაიქცა - საცობი რაღატომ იქნება?
ალია