06 იან 2020 22:28 1346
რა გვითხრა დღეს ზურაბიშვილმა?
გვთხრა კი მთხოვა სინოდმა და პატრიარქმა შეწყალება დეკანოზი მამალაძისო...
მაგრამ...
წესით, მაგრამ - რომ თქვა, აღარ უნდა მოგვესმინა, მაგრამ... ამ განცხადების შემდეგ უწმინდესსა და უნეტარესს ლანძღავენ და პრეზიდენტი სდუმს!
არ შევჩერდები იმაზე, შორენა თეთრაულის მოკვდინების მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამალაძე - პატრიარქის მკვლელობის მცდელობაში რომ დაადანაშაულა და მამალაძეს, შეუძლია უჩივლოს კიდეც ამის გამო...
მთავარი არის მიზეზი, თუ რატომ არ გაითვალისწინა უწმინდესის და უნეტარესის და წმინდა სინოდის თხოვნა:
"შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვა შემთხვევაში კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ დისკრეციულ უფლებას."
ეკლესიის წიაღი - რომელიც არსებითად ქრისტიანულია - ამბობს და რას გულისხმობს?
არარსებითი და არაქრისტიანულიც არის ეკლესიის წიაღი?
მხოლოდ ეკლესია ქრისტიანული?
ჩვენ მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ!
სახელმწიფოსგან განსხვავებით - ქრისტიანული შეწყალება სხვაა და სახელმწიფოებრივი სხვაო.
ბიჭოოოს...
სახელმწიფოში ამჯერად თავის თავს გულისხმობს, ანუ, მისი შეწყალება განსხვავდება ქრისტიანული შეწყალებისგან.
აბა, რაზეა დაფუძნებული?
ხომ თქვა, მე პროკურორი და მოსამართლე არა ვარ და სამხილებს არ განვიხილავო, მკვლელები რომ შეიწყალე, ასე ხომ იმართლა თავი, რომ ეს ჰუმანური აქტიაო?
ჰუმანური აქტი და ქრისტიანული შეწყალება განსხვავდება?
ეგრე რომის პაპმაც აპატია თავმდასხმელს, მაგრამ პრეზიდენტს კი არ შეუწყალებიაო...
სულ არ მომწონს, რომის პაპს რომ ადარებს უწმინდესს და უნეტარესს, მაგრამ პრეზიდენტმა უკეთ იცის...
ერთი პატარა პრობლემაა, რომის პაპს არ მიუმართავს პრეზიდენტისთვის - შეწყალების თხოვნით.
ახლა როცა ყველა თავს ესხმის პატრიარქს, ყველა ადანაშაულებს, რომ პირადად უწმინდესმა და უნეტარესმა არ ისურვა დეკანოზის შეწყალება და ჩუმად სთხოვა პრეზიდენტს - ზურაბიშვილი სდუმს!
არ ამბობს, ასე არ იყოო.
პატრიარქის და წმინდა სინოდის თხოვნა უგულებელჰყო, ახლა როცა პატრიარქს ამის გამო თავს ესხმიან - ხმას არ იღებს.
ისევე, როგორც მთავრობის არც ერთმა წევრმა გაიღო ხმა - როცა პატრიარქმა პუტინს ოკუპანტი უწოდა და ამის გამო ის ოკუპანტებმა ლანძღეს.
ხოდა, პრეზიდენტმა რომის პაპის მაგალითით, ზუსტად ეგ თქვა, პატრიარქმა კი მთხოვა შეწყალება, მაგრამ იმიტომ მთხოვა, რომ ქრისტიანია და სხვა გზა არ ჰქონდა და მე ჩემი სახელმწიფოებრივი გონებით, უკეთ ვიცი, რა არის პატრიარქისთვის კარგიო...
თქვა და მერე მიატოვა ლანძღვის პირისპირ!
ხვალ მიუცუცქდება ურცხვად, ხელზე დიდხანს დაადებს ტუჩებს, რომ ფოტოგრაფებმა კარგად გადაიღონ, როგორ ეამბორება იმ თითებზე, რომლითაც შეწყალების თხოვნას ხელი მოაწერა.
ალია, თამო კეშელავა