07 იან 2020 11:24 546

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა

 

 

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

გრიგოლ მანდარია განათლებით ეკონომისტია. 2012 წლიდან სსიპ ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში“ წყალმომარაგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლად წყალმომარაგების საკითხებში.

გრიგოლ მანდარიას მოპოვებული აქვს ენერგეტეკისა და ტელეკომუნუკაციის დოქტორის ხარისხი. გრიგოლ მანდარიას აქვს წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების შეფასება-ანალიზიისა და წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების განმახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, რაც დაეხმარება მას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ დასახული გეგმების და ახალი პროექტების განხორციელებაში.

შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მანამდე ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.