07 იან 2020 12:02 439

„სახლში ვმკურნალობდით"- მარნეულში დამწვრობის შედეგად, 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

 

 

მარნეულის კლინიკა "ავერსში" ორი წლის ბავშვი თერმული დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა. პატარას სხეულის 80% ჰქონდა დამწვარი.

მედიკოსების განცხადებით, ბავშვი თერმული დამწვრობით, შოკურ მდგომარეობაში დაგვიანებით, ორი დღის შემდეგ მიიყვანეს და ექიმები მის რეანიმირებას ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მშობლების თქმით, მცირეწლოვანს ცხელი წყალი გადაესხა და სახლში მალამოებით მკურნალობდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.