07 იან 2020 12:08 412

ქუთაისში პატიმარი 94-ე დღეა შიმშილობს

 

 

ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი კობა ომანაძე 94-ე დღეა შიმშილობს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავებიან. ომანაძე დანაშაულს არ აღიარებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ითხოვს.

ადვოკატის თქმით, კობა ომანაძეს ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა დაკავების დროს ჩაუდეს.

„ამბობს, რომ უკანონო პატიმარია, სამართალდამცავებმა ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება, მისი თქმით მან რამდენიმეჯერმე მიმართა მთავარ პროკურატურას ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა პოლიციის მაღალ ჩინოსნებთან შეხვედრა რადგან ჰქონდა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. რაც შეეხება ბოლო პერიოდს, მან უარი თქვა სასმელი წყლის მიღებაზე ამოიკერა პირი შემდეგ ის დაუჩირქდა, რამაც ძალიან დაამძიმა მისი ჯამრთელობის მდგომარეობა და ფაქტიურად ის დღეის მდგომარეობით საგანგაშოა“,-განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.