07 იან 2020 14:05 487

აშშ-მ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზა არ მისცა

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფზე არ გაიცა ვიზა, რის გამოც იგი გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთშაბათს ვერ დაესწრება ნიუ-იორკში. ამის შესახებ წერს AL-JAZEERA.

გავრცელებული ინფორმაციით, ზარიფის მონაწილეობა გაეროს უშიშროების საბჭოზე ყასიმ სოლეიმანის მკვლელობამდე იყო დაგეგმილი.

1947 წლის გაეროს ხელშეკრულების საფუძველზე, ამერიკა ვალდებულია გასცეს უცხოელი დიპლომატებისთვის ვიზა, თუმცა ვაშინგტონის თქმით ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმა შესაძლებელია უსაფრთხოების, ტერორიზმის ან მსოფლიო პოლიტიკის მიზეზებიდან გამომდინარე.