07 იან 2020 14:11 646
საშობაო წირვის შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მედიასთან ისაუბრა:
"ვითომ სიმართლისთვის იბრძვიან და სინამდვილეში, იმ ადამიანებს ჭკუა აქვს, ვინც ახლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს? ერთი გრამი ჭკუის ნატამალიც არ აქვს მას. დღეს არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, ცოტა ხნით ქვეყნიდან გავდივარ, დავბრუნდები და ეს საკითხი მოსაკითხია, აბა - რა იციან, რა უნდათ და რას იძახიან. ერთია, რას იძახი და მეორე - რას ამტკიცებ. ზოგი ღვთის შვილი ღმერთის გზას მიყვება, ზოგი, სამწუხაროდ, აცდენილია. ღმერთმა უშველოს ყველას. ვისურვებდი ცოტა მეტად იფიქრონ. როდესაც გვყავს მამა და შეურაცხყოფენ, მის გვერდით ვარ ამდენი წელია და ჩემზე მეტს რას ხედავენ, ისინი სად და ვისთან ერთად დადიან, გადახედონ.
თქვან, რა იციან, ბოლომდე ამოიღონ ხმა, სიმართლესაც ვნახავთ, ერთმანეთს რატომ იცავენ. რა ცოდვამ დააკავშირა ისინი ერთმანეთს, მაგასაც გაჩვენებთ.
ნუ ჰგონიათ, ბოლომდე ჩუმად ვიქნები. ღმერთს შევთხოვ, ვიღაცები გონებაზე მოიყვანოს. უწმინდესის აუგად ხსენებას არათუ ეკლესიაში აღარ მოვუთმენთ ერთმანეთს, არამედ გარეთ პასუხს მოვთხოვთ,".