07 იან 2020 14:27 1077
იერუსალიმსა და მთელს ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები მოუწოდებენ ამერიკელ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ, რადგან მოსალოდნელია დიპლომატიურ უწყებებზე პოტენციური თავდასხმები ირანისგან.
იერუსალიმში, აშშ-ს საელჩომ განუცხადა ამერიკელებს რომ მოსალოდნელია სარაკეტო თავდასხმები. უწყების თანამშრომლები არ გამორიცხავენ უპილოტო საფრენი აპარატებისგან შეტევებს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.
ორშაბათს თეირანში გენერალი სოლეიმანის დაკრძალვის დროს, სამხედრო გენერლები იმუქრებიან გარდაუვალი შურისძიებით. ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეიმ მრჩევლებს განუცხადა, რომ შურისძიება აშშ-ს მიმართ იქნება პირდაპირი, პროპორციული და უშუალოდ განხორციელდება ოფიციალური ირანის მიერ.