07 იან 2020 14:40 54871
"შეაჩერე კორუფციას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო გელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
"ჩემი უბნელია ეს ბიჭი. პოლიციის სპეცნაზელებმა რომ სასტიკად აწამეს და მოკლეს. მშრომელი და უწყინარი ბიჭი იყო, ხან სამრეცხაოში მუშაობდა ხან ვის ეხმარებოდა ხან ვის. არც ნასვამი და არეული გვინახავს არასოდეს. საწყალი რას ერჩოდნენ სულ იცინოდა, ერთი უბრალო გაჭირვებული ბიჭი იყო.
ერთი დაჭერილია ეხლა ავრცელებენ ინფორმაციას რომ მანქანის გატაცება სცადაო უბნელები იძახიან ტყუილიაო. სპეცნაზელებმა ჩასვესო. ეგრეც რომ იყოს დაიჭირო სცემო და ქუჩაში დააგდო მკვდარი რა უბედურებაა? ჩემი უბანი გომელაურის უბანია აქ ცხოვრობდა სანამ გაყვლეფდა ბიუჯეტს და მთელი ეს უბანი სუსში და შსს დაასაქმა."