07 იან 2020 14:44 631
ირანში გენერალი ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიალის დროს ჭყლეტვისას 35 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 48 კი მძიმედ დაშავდა. აღნიშნული ინციდენტი ირანელი გენერლის მშობლიურ ქალაქში, ქერმანში მოხდა.
მედიაში ვრცელდება კადრები, თუ როგორ იბრძვიან ექიმები დაშავებულთა გადასარჩენად. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს. სამგლოვიარო პროცესიას მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო, რის გამოც ქუჩებში გადაადგილებაც კი ჭირდა.
ადამიანები ცდილობდნენ გარდაცვლილი სამხედრო მაღალჩინოსნის კუბოსთან მისულიყვნენ პატივის მისაგებად, რა დროსაც ჭყლეტვა შეიქნა და არაერთ მათგანს გადაუარეს- დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჰაერის უკმარისობისა და ტრავმების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება.