07 იან 2020 15:05 627

ირანი განიხილავს აშშ-ზე შურისძიების 13 სცენარს

 

 

ირანი განიხილავს აშშ-ზე შურისძიების 13 სცენარს. ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი შამჰანის მტკიცებით, თეირანი ყველაზე „სუსტი ვარიანტის“ შერჩევის შემთხვევაშიც კი „ამერიკელებს ისტორიულ კოშმარს“ მოუწყობს.

ირანსა და აშშ-ს შორის სიტუაცია ირანელი გენერლის, ქასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ დაიძაბა. როგორც გაირკვა, მისი მოკვლის ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.