07 იან 2020 15:10 1768

"შვილი არა გყავთ? ვის უნდა ვაპატიო, მაჩვენეთ ჩემი შვილის მკვლელი" - წურწუმიას დედა

 

 

საქალაქო სასამართლოში, სადაც 24 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლის, ზურა ფოფხაძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ, დაღუპულის დედაც მივიდა.

 

ელისო წურწუმია ითხოვდა, რომ პროცესი არ დაწყებულიყო იქამდე, სანამ ბრალდებული არ დაასახელებდა მის მეგობარს, რომელმაც მიიღო დანაშაულში მონაწილეობა თუმცა დაღუპულის დედას პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს.
სასამართლომ ზურა ფოფხაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

 

"შვილი არა გყავთ? როგორა ვარ ცოცხალი. ვის უნდა ვაპატიო, მაჩვენეთ ჩემი შვილის მკვლელი"