07 იან 2020 15:14 707
მეუფე დიმიტრის სკანდალურ განცხადებას, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულლის საბყრობილეში ყოფნა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს პეტრე ცაავას აწყობს, ბრალდების ადრესატის მწვავე კომენტარი მოჰყვა:
"მეუფე დიმიტრი უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანია. უფელმა იცის, ვის რა როლი აქვს მამა გიორგი მამალაძის ციხეში ყოფნის საქმეში. უფალი გასცემს მას პასუხს. თვითონ გაახმოვანოს, მასაც ხომ მიუვიდა ერთი ეგზემპლარი (დეკანოზის წერილი). როდესაც მამა გიორგი საბყრობილეში ერთადერთხელ მოინახულა, უთხრა: ვიცი, რომ შენ მართალი ადამიანი ხარ, არ ხარ დამნაშავე, მაგრამ მე ვერ დაგიცავ, რადგან ჩემთვის მთავარი ჩემი ეპისკოპოსობაა. მე ჩემს მღვდელმთავრობას ვერ გავწირავო"