07 იან 2020 15:40 455

"წყლის შეწყვეტის მიზეზი უნალექო შემოდგომაა" - მთვარიანი ღამეც რომ არ ყოფილიყო, სულ უკეთესი!

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, ზამთრის კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემაზე საუბრობს.


ცქიტიშვილი აცხადებს, რომ წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი უნალექო შემოდგომაა.

„გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა ჰქონდა მხოლოდ „რედკოს“ დასახლებას, დანარჩენი გუდაური კი უწყვეტ რეჟიმში მარაგდებოდა. პრობლემის რეალური მიზეზი არის უნალექო შემოდგომა, რაც აისახა წყლის მარაგებზე. ახალი წლის დღეებში, როცა დამსვენებელთა პიკური მაჩვენებელია, მოხმარება რამდენჯერმე იზრდება. შესაბამისად, გუდაურსა და ბაკურიანში პრობლემა შეიქმნა იმ დასახლებებში, რომლის სათავე ნაგებობებზე მაღლაა.

ბაკურიანში რეალურად მხოლოდ ორ ქუჩაზე გვაქვს პრობლემა და იქაც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკური ჯგუფი, მოხდა ალტერნატიული სათავე ნაგებობის მოწყობა და იქედან წყლის მიღება, ამ ეტაპზე ტუმბოებს აყენებენ, რათა წყლის სისტემაში გაშვება მოხერხდეს. ველოდებით, რომ დღის განმავლობაში ბაკურიანშიც სრულად აღდგება წყალმომარაგება, თუმცა როგორც გუდაურში, ისე ბაკურიანში განუწყვეტლივ რეჟიმში ვაწვდით წყალმზიდების საშუალებით წყალს, ყველა იმ სასტუმროს, რომელსაც რეზერვუარი გააჩნია“

 

უნალექო შემოდგომა იყოო.

და მთვარიანი ღამეც რომ არ ყოფილიყო - ქალბატონო მინისტრო?

დეკემბრის ბოლოს რომ 20 გრადუსზე მეტი იყო ტემპერატურა, რაღას ელოდა ეს წყალმზიდები?

დღე და ღამე გემუშავათ და დღე და ღამე წყალი გეზიდათ.

 

ალია