07 იან 2020 16:05 786

ცქიტიშვილმა გალდავა "წვიმის შელოცვების" არცოდნის გამო გაათავისუფლა?

 

დღეს გახდა ცნობილი, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკატერინე გალდავა გრიგოლ მანდარიამ შეცვალა.

 

პარალელურად, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, ზამთრის კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი უნალექო შემოდგომაა.

 

რისი თქმა უნდა ამით მინისტრს, რომ სახელმწიფო კარგად მუშაობდა და მხოლოდ უნალექო შემოდგომის ბრალია, შეცდომები არ იყო?

მაშ, რატომ გავათავისუფლეთ ეკატერინე გალდავა?

შემოდგომაზე წვიმის შელოცვები და სიმღერები არ წარმოთქვა?

არ გააწვიმა?

ნალექზე ტენდერი არ გამოაცხადა?

 

ალია