07 იან 2020 16:42 615
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. ადგლობრივები ამბობენ, რომ სანადირო თოფი 3 წლის ბავშვს თამაშის დროს გაუვარდა და შემთხვევით მის 6 წლის ძმას მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.