07 იან 2020 16:53 462

მინისტრმა წყალი არისო, მანდარიამ - 2-3 დღეში იქნება - ორიდან ერთი გვატყუებს და ეს ერთი - მინისტრია?

 

არის თუ არა ზამთრის კურორტებზე წყალი - ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი, გრიგოლ მანდარია ჟურნალისტებს განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიან.


ცქიტიშვილი აცხადებს, რომ კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემა მოგვარებულია და დამსვენებლებს წყალი მიეწოდება.

 

„ყველა იმ მაცხოვრებელს და დამსვენებელს ბოდიშს ვუხდი, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პრობლემის მოგვარება, რაც წყალმომარაგებასთან დაკავშირებით 31 დეკემბრიდან შეიქმნა. იცით, რომ ჩვენ აღვადგინეთ წყალმომარაგება, მაგრამ მერე დაემთხვა ორი ავარია. ახლა აღდგენილია კვლავ წყალმომარაგება, ამასთან ერთად ასევე განუწყვეტლივ რეჟიმში ვაწვდიდით წყალს წყალმზიდების საშუალებით და ასევე გაგრძლედება ისევ, რათა მათ წყლის საჭირო მარაგი ჰქონდეთ“

 

გრიგოლ მანდარია კი აცხადებს:

„პრობლემები იყო. რამდენიმე დღეა ბაკურიანში ვართ, მიღწეულია გარკვეული შედეგები და ვფიქრობთ, რომ 2-3 დღეში სრულად მოხდება წყალმომარაგების მიწოდება. რაც შეეხება გუდაურს, უკვე გაზრდილია წლის მიწოდება და უახლოეს საათებში ვფიქორობთ მლიადან გუდაურის მოსახლეობას სრულად ექნება აღდგენილი“

 

თავად დამსვენებლების ინფორმაციით, წყალი მოსახლეობას ჯერ კიდევ შეფერხებით მიეწოდება.