07 იან 2020 16:55 453
კახა კალაძე ბერლინში ლეგენდათა ტრადიციული ტურნირში მიიღებს მონაწილეობას“ - ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ავრცელებს. ტურნირი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას თბილისური კლუბიც მიიღებს.
„11-12 იანვარს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას დინამო თბილისიც მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან, 7 ადგილობრივია, ერთადერთი არაგერმანული კლუბი კი სწორედ დინამო თბილისია.
A ჯგუფში, ქართულ კლუბთან ერთად დორტმუნდის ბორუსია, ლევერკუზენის ბაიერი და შალკე 04 იასპარეზებენ.
B ჯგუფში კი ბერლინურ ტრიოსთან - ჰერტასთან, იუნიონთან და ტენის ბორუსიასთან ერთად ბრემენის ვერდერი იასპარეზებს.
დინამო თბილისის ლეგენდათა შემადგენლობა კი ასეთია:
▪გიორგი ლომაია
▪ნუკრი რევიშვილი
▪ლაშა სალუქვაძე
▪კახა კალაძე
▪ალექსანდრე ამისულაშვილი
▪ოთარ მარცვალაძე
▪ლევან ცქიტიშვილი
▪დავით სირაძე
▪ალექსანდრე იაშვილი
▪გიორგი დემეტრაძე
▪ზურაბ ხიზანიშვილი
▪დავით კვირკველია“ - წერია დინამო თბილისის განცხადებაში