07 იან 2020 17:20 427

"გაჭირვება კი მოხვდა საშობა ეპისტოლეში, მაგრამ მთავარი ურთიერთგატანაა" - გია ვოლსკი

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილს, რომელთა შეფასებითაც საშობაო ეპისტოლეს ნაწილი ხელისუფლებისთვის იყო გზავნილი, რომ ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვებაა, უპასუხა:

 

"ქვეყანაში გაჭირვება, რომ არის, რასაკვირველია, ეს ეპისტოლეს შინაარსში მოხვდებოდა. ოპოზიცია ჭკუას ვერ სწავლობს. მხოლოდ თავიანთთვის პოლიტიკური გამორჩენის საშუალებას ხედავენ და მე მგონი სწორედ ეს არის, რაც მათ ავტორიტეტს საზოგადოებაში ანგრევს.

მთავარი, რაც საშობაო ეპისტოლეში უნდა ამოგვეკითხა არის აუცილებლობა იმისა, რომ შობის მადლი და სითბო ჩვენს გულებში და ოჯახებში შემოვიდეს. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები გაცილებით უფრო ინტენსიურად, სიღრმისეულად და ფილოსოფიურად უნდა შეისწავლიდნენ არსს, თუ რაში მდგომარეობს რწმენა. არამარტო ქრისტიანულ კონფესიებში, არამედ ყველა რელიგიურ ჯგუფში. უნდა ახსოვდეთ, რომ სითბო, ტოლერანტობა და ურთიერთგატანა არის მთავარი რესურსი, რაც ამ ქვეყანას გადაარჩენს. ვფიქრობ, პოლიტიკოსებმა უფრო ხშირად უნდა ისაუბრონ ამ თემაზე. პოლიტიკურ გუნდს რა სჭირდება ერთია, მაგრამ ქვეყანას რა სჭირდება, ის არის მთავარი და სწორედ ის პოლიტიკური გუნდი იქნება წარმატებული, რომელიც უფრო ბევრს იფიქრებს ამ თემაზე და გაცილებით მეტს გააკეთებს ქვეყნისათვის"