07 იან 2020 17:40 2903

"ჩატაევი თბილისში მაჩალიკაშვილმა მოაკალათა, იარაღი პანკისიდან მარგოშვილმა ჩამოზიდა"

 

 

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი პანკისსა და ამასთან, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ   ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სციალურ ქსელში, წერს და იქვე აღნიშნავს,    რომ არავინ გამოჩნდა სხვა, ვინც ასე თანმიმდევრობით აგვიხსნიდა მომხდარს:

 

„საზოგადოებაში ხშირად გაისმის შეკითხვები: – როგორ მოხვდა ჩატაევი თბილისში?! საიდან აღმოჩნდა  შეიარაღება-არსენალი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ტერორისტების ბინაში?! რატომ ემესიჯებოდა თემირლან მაჩალიკაშვილი „ვოთს აფი“-თ მეგობარ გოგონას „ვაგზლის მოედნის“ მეტროში აფეთქების განზრახვის თაობაზე?! ამ კითხვებზე    პასუხს მე ახლავე მოგახსენებთ, რადგან აქამდე რატომღაც არავინ გამოჩნდა, რომ საზოგადოებას გასაგებ ენაზე და თანმიმდევრობიოთ აუხსნას საქმის არსი:

  1. ჩატაევი საქართველოში შემოიყვანეს რუსლან ალდამოვმა, ჩოფანაშვილმა და იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც უკვე გასამართლებულები არიან და 11 წელი აქვთ მისჯილი. ჩატაევთან დაკავშირებით დავკონკრეტდები და ვიტყვი, რომ ის ფაქტიურად „ხელით“ შემოიყვანა ჩოფანაშვილმა და შემდეგ ალდამოვს ჩაუსვა მანქანაში. ყურადსაღებია, რომ თითოეულმა ზემოხსენებულმა პირმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ და განმარტეს, რომ სწორედ მათ მიერ იქნა შემოყვანილი ჩატაევი საქართველოში და სწორედ მათ დააბინავეს იგი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში, რომელიც ზ. გორნაკაშვილმა იქირავა. ეს ყველაფერი დევს სისხლის სამართლის საქმის მასალებში და სასამართლოს სხდომები ჩაწერილია დისკებზე, რაც ხელმისაწვდომია დაინტერესებულ უფლებამოსილ პირთათვის.
  2. შეიარაღება-არსენალი თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ნაქირავებ ტერორისტების ბინაში აღმოჩნდა პანკისის ხეობიდან, სადაც ტყეში იყო დამალული დიდი ოდენობით იარაღი. ეს შეიარაღება თბილისში ჩამოზიდა ხიზირ მარგოშვილმა, რომელიც პანკისში თემირლის მოპირდაპირედ ცხოვრობდა და თბილისშიც მასთან ერტად ბინადრობდა ნაქირავებ ბინაში. (მაჩალიკაშვილის ოჯახი და ეს ხიზირ მარგოშვილი გადამკვდარი მეგობრები არიან) ჯერ მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახში, ხოლო შემდე ტყეში, იარაღის წამოსაღებად ტერორისტები სწორედ ხიზირ მარგოშვილმა მიიყვანა. მათ ჰქონდათ რუკა, სადაც სამალავის ადგილმდებარეობა იყო აღნიშნული. ისინი მთელი დღე ეზიდებოდნენ ბარში ხიზირ ალდამოვის სახლსი. ეს შეიარაღება ჩაალაგეს ფუთებად, შეიარაღების თბილისში წმოსაღებად დაიქირავეს ტაქსი. ტაქსისტს უთხრეს მურაბები და კომპოტები მიგვაქვს გასაყიდადო. (ტაქსისტის ჩვენება დევს საქმეში) და ასე ჩაიტანეს იარაღი თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში. სისხლის სამართლის საქმის მასალებში დევს აგრეთვე ტყიდან ამოღებული ტერორისტების და ხიზირ მარგოშვილის მიერ დატოვებული ყველა კვალი, მათ შორის ტერორისტების მობილურით ტყეში, სამალავის გახსნისას გადაღებული კადრები. სხვა ტერორისტებთან ერთად, დანაშაული აღიარებული აქვს აგრეთვე შოაიფ ბორძიევსაც.
  3. თემირლანი ტერორისტების ერთ ერთი აქტიური თანამზრახველი იყო. ტერორისტებს განაწილებული ჰქონდათ ფუნქციები – ზოგი ტაქსებს ქირაობდა გადაყვანა-გადაზიდვებისთვის, ზოგი ჩატაევს ჰყავდა ტანმხლებად, ზოგიერთს კვების უზრუნველყოფა ჰქონდა დავალებული და ა.შ. თემირლან მაჩალიკაშვილმა „აიპ“ მისამართების და პოლიციისთვის კვალის ასარევად ტელეფონი გაუცვალა ტერორისტებს. შემდეგ დაჰყვებოდა მათ და აცილებდა, მალხაზ მაჩალიკაშვილის ცოლი მედიკო მარგოშვილი კი სუფრებს უშლიდა მათ. ტერორისტებმა თემირლან მაჩალიკაშვილს ბინა დააქირავებინეს ვარკეთილში, „თი ბი სი“ ბანკში გაახსნევინეს მულტისავალუტო ანგარიშები. ჩატაევის ცოლს თემირლამ ნაჩალიკაშვილის, ანატოლი ბერძენიშვილის (მისჯილი აქვს 11 წელი) და ხიზირ მარგოშვილის (მისჯილი 11 წელი) სახელზე გამოგზავნილი აქვს მნიშვნელოვანი თანხები. რა ესაქმებოდა „უმწიკვლო“ თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორისტებთან? რატომ იყო აქტიურად ჩართული მათ საქმიანობაში?! თემირლანის ფეისბუქზე ღიად ჩანს მხარდაჭერა შაჰიდებისადმი და რადიკალიზმის იდეალიზება. ის თავის მეგობარ გოგონას „ვოთს აფ“-ში მიმოწერაში უხსნის, რომ ქრისტიანების შესამუსრად ტავის აფეთქება არის უფლის გზა. ამერიკეული სპეცსამსახურების დახმარებით ტელეფონს ჩაუტარდა ექსპერტიზა, საიდანაც ამოღებულია თბილისის მეტროში თავის აფეთქების განზრახვის ტექსტები. ამასაც სადაოდ გახდის ვინმე?! რომ არა მალხაზ მაჩალიკაშვილი, მისი ოჯახი და ტერორისტების ზემოხსენებული დამხმარეები, ჩატაევის ბანდა ვერ მოკალათდებოდა თბილისში. კიდევ კარგი მათი დანაშაულებრივი განზრახვა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი და ვერ მოასწრეს რასაც გეგმავდნენ. „თურქეთში ტერაქტებს ვეღარ ვახორციელებთ და თბილისში შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ წარმატებითო“ – აი ამას საუბრობდნენ ერთმანეთში ტერორისტები და მათი დამკვეთები, რაც დაფიქსირებულია და ერთვის სისხლის სამართლის სამეს.

P.S. ერთადერთი, ზ. გორნაკაშვილმა შეცვალა ჩვენება, რადგან გარედან მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ბანდა უთვლიდა მუქარებს, ამას დაემატა ის, რომ “საპროცესო” არ გაუკეთეს და გამწაედა. აღშანისნავია,  რომ მისი აღიარებითი სამსაათიანი ჩვენება ვიდეოზეა ჩაწერილი და სრულ თანხვედრაშია როგორც სხვა  მსჯავრდებულთა ჩვენებებთან, ასევე გამოძიებით დადგენილ გარემოებებთან“

 

წყარო: - for.ge