07 იან 2020 18:05 471

"მომავალ შობას დეკანოზი შეხვდება თავის ოჯახში, აჟიოტაჟი მეჩვენება ტვინის ნაჟურად" - მეუფე ანდრია

 

მეუფე ანდრია, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან კომენტარს აკეთებს დეკანოზი მამალაძის არ შეწყალებასთან დაკავშირებით:

 

"მინდა გითხრათ რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა მიმართა პრეზიდენტს და პირველი ინიციატორი ამისა იყო კთოლიკოს-პატრიარქი, მან დააყენა ეს საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე.

პირადად მე ველოდი, რომ მოხდებოდა შეწყალება, პრეზიდენტის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი და კომენტარსაც ვერ გავაკეთებ იმ არგუმენტებზე, რომელიც მან გააჟღერა, იმიტომ რომ მან იცის ამის თაობაზე.

დანარჩენი, ამის ირგვლი ატეხილი აჟიოტაჟი და გამოთქმული აზრები, რა გითხრათ, მეჩვენება ზოგიერთი ადამიანის ტვინის ნაჟურად, არ მიკვირს ოჯახისაგან, მათ გული დასწყდათ და მოლოდინი გაუცუდდათ, მაგრამ მე მჯერა, რომ მომავალ ქრისტეშობას მამა გიორგი შეხვდება თავის ოჯახს.

ამის იმედს იმედი მაძლევს."