07 იან 2020 18:07 452

"არ დავუშვებთ, რომ პოლიციელმა კანონდარღვევის გამო შებღალოს პოლიციის იმიჯი"

 

„როდესაც პოლიციელი არღვევს კანონს, სისტემა ჩანს მაშინ, როდესაც ის ახდენს რეაგირებას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რომელსაც სპეცრაზმელთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს.

„რეაგირება იყო დროული, პირი დაკავებულია, პასუხისგებაში მიცემულია, გამოძიება დაწყებულია. რა მტკიცებულებაც იქნება საქმეში, ამაზე სახელმწიფო ადეკვატურ პასუხს გავცემთ. ჯერჯერობით ბრალი უნდა დაუმტკიცდეთ. არ დავუშვებთ, რომ პოლიციელმა კანონდარღვევის გამო შებღალოს პოლიციის იმიჯი, ამიტომ თითოეულ ფაქტზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება“

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ სპეცრაზმელს ზურა ფოფხაძეს დღეს პატიმრობა შეეფარდა.