07 იან 2020 18:29 670
მსახიობი, ზურა პირველი, სოციალურ ქსელში, წერს:
"ერთ ამბავს მოგიყვებით იგავ-არაკის "მისიით" განსაკუთრებით ვუყვები საქართველოს ყველა ისტებს!
ერთი 74 წლის ქალი იყო ჩემი მოსწავლე - ყალბი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს თეატრში ყოფნამ მისი ცხოვრება შევცვალა: ურთიერთობა გამოუსწორდა შვილებთან და შვილიშვილებთან, შეიძინა მეგობრები, დაიწყეს მისი მიპატიჟება, ოფიციალურ შეხვედრებზე ღებულობდა მიწვევებს და ა.შ. თან ვყვებოდი, როცა რეპეტიციაზე მოსვლა არ შეეძლო, სახლში მივდიოდი მასთან და იქ ვუტარებდი, როცა ქალაქიდან გადიოდა, მის ძაღლს ვუვლიდი და ა.შ.
ბოლოს კი ისეთი შანტაჟი მომიწყო ჩემი ასევე თანგადოყოლილი უმცროსი მოსწავლის საშუალებით, ისეთი სიბიუნძურე გამიკეთა, მთელი თეატრი პირდაღებული დავრჩით... გაირკვა ეს ყველაფერი მაშინ, როცა კიდევ ერთი უმცროსი მოსწავლის აყოლიება მოინდომა. გამოვკითხე, მართალია ეს ყველაფერი, თუ არა და თეატრიდან გავაგდე.
მე არ ვიცი, კიდევ ვინმეს თუ უვნია ჩემთვის ასე!
სანამ ეს ამბები დაიწყებოდა, მასწავლა ერთი უმარტივესი და უგემრიელესი საჭმლის გაკეთება, რომელიც მანამდე არც მიჭამია სადმე და არც გამიგონია.
მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა.
ეს ქალი დაბლოკილი მყავს ფბ-ზე. არც მიკითხავს არასოდეს არავისთვის მისი ამბავი და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ბინძური ადამიანი, მე მგონი, არ შემხვედრია... მაგრამ მის ნასწავლ საჭმელს დღემდე ვაკეთებ და გემრიელად გეახლებით.
ახლა, ამ იგავ-არაკის მორალი:
რა ბინძურიც არ უნდა იყოს ადამიანი, რამდენი ბოროტებაც არ უნდა გააკეთოს, ნებით, თუ უნებლიეთ, კეთილი საქმეებიც ექნება გაკეთებული!
რამდენი უბედურების წყაროდაც არ უნდა ჩათვალოთ ივანიშვილი, სააკაშვილი, ან პატრიარქი, მაინც აქვთ სიკეთე გაკეთებული და ისარგებლეთ იმ სიკეთეებით!"