07 იან 2020 18:37 471

ავსტრალიელმა ოჯახმა ხანძრისგან დაშავებული 90 000 ცხოველი სიკვდილისგან იხსნა

 

ცნობილი ტელეწამყვანისა და ბუნებადამცველის, სტივ ირვინის საქმიანობას მისი შთამომავლები აქტიურად აგრძელებენ- ბინდი ირვინი, სტივის ქალიშვილი და სხვა ოჯახის წევრებბმა ქვეყანაში გაჩენილი გამანადგურებელი ხანძრისგან 90 000 ცხოველი სიკვდილისგან იხსნეს, რომელთაგან უმრავლესობა მძიმედ დაშავდა ცეცხლისგან. ამის შესახებ წერს CNN-ი.

დაობლებული იხვნისკარტა, ბოლი 90 000-ე პაციენტი იყო , რომელიც ოჯახმა გადაარჩინა, ამის შესახებ ბინდის ძმა, რობერტ ირვინი წერს ინსტაგრამზე.

„ავსტრალიაში მძვინვარე გამანადგურებელი ხანძრის გამო გული მტკივა. საზოგადოებამ და ბუნებამ უამრავი რამ დაკარგა „ ,- განაცხადა ბინდიმ ინსტაგრამზე.

ავსტრალიის ზოოპარკი, რომელსაც ზემოხსენებული ოჯახი ხელმძღვანელობს არ არის მოქცეული ცეცხლის გავრცელების ზონაში, რომლის ფონზეც ცხოველები სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბინდის თქმით, ზოოპარკის საავადმყოფო არასოდეს ყოფილა ასეთი გადატვირთული როგორც ახლა .

2006 წლის 4 სექტემბერს სტივ ირვინი აკვალანგით წყალქვეშ ჩაეშვა, რათა სკაროსებს დაკვირვებოდა და ვიდეო გადაეღო, რა დროსაც ერთ-ერთმა ზემოხსენებულმა თევზმა ნისკარტი გულში ჩაარჭო და ადგილზე მოკლა.

ნიუპოსტი