07 იან 2020 18:47 1112
რეჟისორი, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელსი, წერს:
"იმ ზაფხულს, ჩვენს წელთაღრიცხვით 2009 წელს ქრისტეშობიდან, ვარკეთილში, მეტროსთან ერთი პატარა ზაბეგალოვკა მქონდა. მთელი სამი თვე.
რატო სამი თვე და რაც შენი საქმე არაა, არ უნდა მოკიდო კაცმა ხელი და მეც ასე ვთქვათ, დროზე გადავდექი. კანტორაც მივახურე.
დახურვა ერქვა ნამდვილად, და ვინც ჩაიარა იმ დღეს ღია კარებთან ყველა შემოვიპატიჟე. არც ერთს, "შემთხვევით" იქ გამვლელს არ უთქვამს უარი. "შემთხვევითი" გამვლელების რიგიც ჩვენი კონკურენტი ზავეძენიიდან იწყებოდა, და იმავე ორგანიზაციის მებუფეტეთი მთავრდებოდა.
მეზობლები ხო ყოველთვის ბოლოს კრუგავენ ზალას. თუმცა, არც ძალიან ჰგავდნენ ჭირისუფლებს.
ორორი ჭიქით სვამდნენ ცივ, იმერულ ცოლიკაურს, აბა, ორზე მეტი ხელი არ ქონდათ და..
ამ საღამოს დახურვის ცერემონიალს დილის ერთი ამბავიც უძღოდა წინ.
აგვისტოს პაპანაქებაც დილიდანვე დაიწყო, ამინდს გარიჟრაჟიდან ეტყობოდა, რომ კბილებიც კი მიიღებდნენ ზაგარს. ადამიანები გარეთ ტრიდე განზომილებაში ხედავდნენ თავისივე გამოსახულებას, რომ ღლვებოდა ცეცხლწაუკიდებლად .
ეს ქიმიური პროცესი გარეთ მიმდინარეობს , მე კი გამოკეტილ კარს აქეთ, დახლთან ახლო მაგიდასთან ვარ და ველი როდის შემოაღებს რომელიმე ბედუინი კარს .
კი, კონდიციონერი მუშაობს, ცივი ლუდი მუშაობს, მოკლედ უდაბნოს მირაჟია ზაბეგალოვკა კი არა.
და იღება კარი და ვიღაც შავად ჩაცმული ქალბატონი შემოდის.
იმ კინოში რომაა, "მასკვა სლეზამ ნე ვერიტ", ჩვევა მაქვს - მეც ფეხსაცმელებით ვიწყებ ადამიანის გაცნობას. ბევრ რამეზე გესაუბრება ფეხსაცმელი, მისი ქუსლი, წვერი ,ტანისამოსთან შეხამება, თუ სისუფთავე.
ყველაფერი წესრიგში ქონდა. უფრო სწორედ, გახუნებული, მაგრამ სუფთა კაბა, გაცვეთილ, დაკერებულ, მაგრამ სუფთა ფეხსაცმელზე იდგა.
ისევე წელგამართული ჩამოჯდა სკამზე, როგორც იდგა და ერთი ბოთლი ლიმონათი მოითხოვა.
და მე მივხვდი. ეს ქალბატონი პაპანაქებას გამოექცა, თორემ ცივ გაზიროვკას სამჯერ უფრო იაფად გარეთაც მიირთმევდა.
სვამდა ნებანება და ვუყურებდი ლუდში ჩამჯდარი და მეც მინდებოდა ის ლიმონათი.
სანამ ტრაპეზს დაამთავრებდა მიმტანს მოვუხმე და მეთქი, უთხარი იმ ქალბატონს, თქვენი გადახდილია თქო. უთხრა. ის კი შევამჩნიე ის დაკერებული ფეხსაცმელი მაგიდის ქვეშ რომ შემალა, მაგრამ როდის ადგა და გავიდა ვეღარ მოვკარი თვალი. მიმტანიც მოდის და მეუბნება, იმ ქალბატონს 5 ლარი დაუტოვებიაო სალფეთქის ქვემოთო. იუკადრისა.
არადა, იმ თანხად მაშინ, მეორადებში საქორწილოდ გამოეწყობოდა ადამიანი.
გამიტყდა მეც, რომ ჩავიჭერი. ბოდიშის მოხდაც გვიანი იყო უკვე.
ხო, დეტალებში ჩანს ეშმაკიც და ანგელოზიც.
ღირსებას ფულზე ვერ იყიდი, ის ან გაქვს, ან არა.
ყველა ღირსების მატარებელს ვუსურვებ ისეთ შობა -ახალწელს, როგორიც მათ ეკადრებათ.
გაგიმარჯოთ!"