07 იან 2020 18:59 1825

პროკურატურის სკანდალური აღიარება - გამოძიება მხოლოდ 48 საათის წინ დაიწყო

 

 

 

 

როკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში ჩატარდა 60-მდე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.

მისი თქმით, ჩატარებული ღონისძიებები შეეხებოდა უშუალოდ ფაქტის გახსნის მცდელობას და საგამოძიებო ორგანოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან არანაირ დაფარვას ან დამალვას, რაიმე ფაქტის უგულებელყოფას ადგილი არ ჰქონია.

„ყველა პირის მოქმედება დეტალურად იქნება შესწავლილი და ძალიან მალე დაზარალებული ოჯახი საგამოძიებო ორგანოდან მიიღებს პასუხს კონკრეტულად ამ საქმესთან მიმართებაში. გარდაცვლილის ძმა გუშინ ვცანით დაზარალებულად. კონკრეტულად წარდგენილ ბრალდებაში, რომელზეც დაკავებულს ბრალი წარვუდგინეთ, სწორედ მასზე განხორციელებული ცემა და ძალადობაც იქნა გათვალისწინებული და ამ კუთხითაც ბრალდება დამძიმდა ბრალდებულის მიმართ. რაც შეეხება მეორე პირს, რა თქმა უნდა, გამოძიება შეაფასებს და სრულყოფილი გამოძიება ამ პირთან მიმართებაში ძალიან მალე ჩატარდება. გამოძიება აქტიურ ფაზაშია, ამიტომ დაელოდეთ ჩვენგან შესაბამის განმარტებებს ძალიან მალე“

 

გამოძიების დაწყებიდან 48 საათშიო - პროკურორმა აღიარა რომ 2 იანვარს მომხდარი შემთხვევის გამოძიება, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიამ გააჟღერა!

გადარჩენილი ძმა გუშინ ვცანით დაზარალებულადო!

ვერ იტყვიან არ ვიცოდითო, სასწრაფო გამოიძახებდა 2 იანვარს, სხვას რომ არავის გაეცხადებია!

თან დებილებიც რომ ვგონივართ - დაფარვა არ გვიცდიაო - აბა, არ მუშაბდით 2 იანვრიდან 6 იანვრამდე?

პროკურატურამ საქმისადმი გულგრილობა აღიარა მინიმუმ და მაქსიმუმ სისხლის სამართლის დანაშაული და ვინ გასცემს პასუხს?

 

ალია