07 იან 2020 19:09 821
ოპოზიციამ ე.წ. შავი სიის პირველი ხუთეული დაასახელა. სიაში შედიან მოსამართლეები ვალერიან ფილიშვილი და გიორგი არევაძე. ფილიშვილი ოქტომბერში აქციების დაშლის დროს დაკავებულების საქმეს განიხილავდა. გიორგი არევაძე კი თიბისი ბანკისა და ნიკა გვარამიას საქმეებს განიხილავს.
გარდა ამისა, სიაშია შესული პროკურორი ვაჟა თოდუა, რომელიც 20 ივნისის საქმის პროკურორია. ოპოზიციამ ე.წ. შავ სიაში შეიყვანა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე და თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი ნუგზარ ჭონქაძე, რომელსაც ფეისბუქზე სულიკო კედელაშვილის სახელით ყალბი ანგარიში აქვს.
ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას თქმით, ისინი საერთაშორისო ზეწოლის ინსტრუმენტებს გამოიყენებენ, რათა "ივანიშვილის რეჟიმმა" ქვეყანას ნაკლები ზიანი მიაყენოს.